VIDAR SPEED R - სიჩქარის რადარი, რადარი, სიჩაქარის მზომი კამერა


VIDAR SPEED R


მე-4-ე თაობის, მოდულარული ANPR კამერა რადარით

VIDAR SPEED R-ი არის სერტიფიცირებული სიჩქარის მზომი რადარი, წარმოადგენს VIDAR-ის ჭკვიანი (Smart) კამერების ოფციას და აღჭურვილია დოპლერის ტიპის რადარით. 

კამერას აქვს შესაძლებლობა, ინტეგრირებული ANPR პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, უმაღლესი სიზუსტით მოახდინოს სანომრე ნიშნის ამოცნობა, განსაზღვროს ავტომობილის მოდელი, მარკა და ფერი.

ინტეგრირებული განათება და თანამედროვე სიკაშკაშის კონტროლის ტექნოლოგია ერთობლივად უზრუნველყოფს მკაფიო, მაღალი კონტრასტის გამოსახულების მიღებას, როგორც რეფლექტორულ ასევე, არარეფლექტორულ სანომრე ნიშნებზე.

თითოეული კამერა დაცულია კომპაქტური  IP67 დონის ამინდისადმი მდგრადი კორპუსით, რათა უზრუნველყოს შთამბეჭდავი მუშაობა ნებისმიერ გარემოში, არქტიკული სიცივიდან უდაბნოს სიცხემდე.

დოპლერ რადარს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია ავტომობილის სიჩქარის, კატეგორიის და მოძრაობის მიმართულების შესახებ. ამ ოფციის დახმარებით Vidar Speed R-ს აქვს სიჩქარის დამრღვევების ავტომობილის ტიპის მიხედვით გარჩევის შესაძლებლობა.


pdf