VIDAR, ANPR კამერა, რადარი, ნომრის ამომცნობი კამერა, პარკინგ კამერა


VIDAR


მე-4-ე თაობის, მოდულარული ANPR კამერა.

VIDAR-ი არის უაღრესად დახვეწილი ANPR კამერის ხაზი, რომლის მოდელებსაც აქვთ შესაძლებლობა ავტომობილის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის ადგილზე სწრაფად შეგროვების მიზნით, თავად (დამატებითი კომპიუტერის გარეშე) მოახდინონ უმაღლესი სიზუსტით ნომრის ამოცნობა და განსაზღვრონ ავტომობილის მოდელი, მარკა და ფერი. 

VIDAR-ი იმდენად ჭკვიანია, რომ ის ავტომატურად აანალიზებს გარემო პირობებს, ზომავს მანძილს, გირჩევთ დახრის კუთხეს, აფასებს განათების პირობებს და ირჩევს საუკეთესო პარამეტრებს ავტომობილების დასაფიქსირებლად და სანომრე ნიშნის ამოსაცნობად. იგი შექმნილია თქვენი ცხოვრების გასამარტივებლად და ნომრის ამოცნობასთან დაკავშირებით, ისეთი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ინსტალაციის სირთულე, გამოტოვებული სანომრე ნიშნები, უზუსტობა ამოცნობაში და ა.შ.

ინტეგრირებული განათება და თანამედროვე სიკაშკაშის კონტროლის ტექნოლოგია ერთობლივად უზრუნველყოფს მკაფიო, მაღალი კონტრასტის გამოსახულების მიღებას ნებისმიერ გარემო პირობებში, როგორც რეფლექტორულ, ასევე არარეფლექტორულ სანმორე ნიშნებზე.

თითოეული კამერა დაცულია კომპაქტური IP67 დონის ამინდისადმი მდგრადი კორპუსით, რათა უზრუნველყოს შთამბეჭდავი მუშაობა ნებისმიერ გარემოში, არქტიკული სიცივიდან უდაბნოს სიცხემდე.


pdf