„ემ-სი ტექნოლოჯი“ არის კომპანია, რომლის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ინოვაციური და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა საქრთველოს ბაზარზე, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებაში უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
კომპანია დაარსდა 2003 წელს და ამ დროიდან მოყოლებული ძალისხმევას არ იშურებს რათა რაც შეიძლება ახალი და სასარგებლო პროდუქტი წარმოადგინოს ბაზარზე.
„ემ-სი ტექნოლოჯი“ არის მსოფლიოში, არაერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური პარტნიორი და დისტრიბუტორი საქართველოში.
კომპანიის წარმატების ერთ-ერთი გარანტი არის ხარისხიანი ტექნიკა, მისი მყარი საგარანტიო პირობებით და ასევე ტექნიკის გარანტიის შემდგომი სერვისი.