Fit 240 არის ალკოჰოლის შემცველობის მზომი პროფესიონალური ხელსაწყო. ზომავს ამოსუნთქულ ჰაერში ალკოჰოლის შემცველობას. პორტატული პრინტერის საშუალებით, ის იძლევა ჩატარებული ტესტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ამობეჭდვის შესაძლებლობას.
ქვითარზე დატანილია შემდეგი ინფორმაცია: აპარატის მოდელი, სერიული ნომერი, ტესტის ნომერი, ტესტის ჩატარების თარიღი (კონკრეტული დროის მითითებით), საკვლევი პირის საპასპორტო მონაცემები (სახელი, გვარი), კვლევის ჩამტარებელი პირის საპასპორტო მონაცემები (სახელი, გვარი), ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, ავტომობილის ნომერი, ვერიფიკაციის თარიღი და კალიბრაციის თარიღი.
საჭიროებს დამატებით აქსესუარს - მუნდშტუკს.
იტენება როგორც მანქანის ასევე მუდმივი დენის ადაპტერით.