OSMOND - პასპორტის მოაზროვნე წამკითხველი
მულტიფუნქციური ID ბარათის ვერიფიკატორი: ის კითხულობს, ამოწმებს და აჩვენებს
ეს იგივეა, რომ ერთ მოწყობილობაში გავაერთიანოთ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ვერიფიკაციის ყველა ის შესაძლებლობა, რაც კი აქამდე შემუშავებულა და კიდევ დავამატოთ ახალი რევოლუციური ფუნქციები. ეს არის OSMOND, საუკეთესო პასპორტის წამკითხველი რაც კი აქამდე შექმნილა.
Osmond-თან მუშაობისას აღარ არსებობს ხელით ბეჭვდის საჭიროება და არც გაყალბების ექსპერტობა. პასპორტის ახალი წამკითხველი შექმნილია ზუსტად იმისთვის, რომ დაგეხმაროთ და გაგიმარტივოთ თქვენი სამუშაო პროცესი.
Osmond-ი ასევე მაქსიმალურად ზრდის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ავთენტიფიკაციას. ის პრაქტიკულად შრეებად შლის ნებისმიერ პირადობის მოწმობას და აანალიზებს მის მონაცემებს სხვადასხვა განათების (ინფრაწითელის, ულტრა იისფერის და ასევე, დახრილი ნათების) საშუალებით, რათა სათანადოდ დაეხმაროს იმ მომხმარებლებსაც კი, რომლებსაც არ აქვთ ყალბი პირადობის მოწმობის შემოწმების გამოცდილება.
ამ ხაზის ზოგიერთი მოდელი არის წარმოდგენილი „ყველაფერი-ერთში“ კონფიგურაციით - მათში ინტეგრირებულია მონაცემთა მიმოცვლის შესაძლებლობა და ამიტომ, შედეგების მოწოდებისთვის არ საჭიროებს კომპიტერთან კავშირს. გარდა ამისა, ისინი მუშაობენ როგორც ცალკეული ქსელური მოწყობილობები - ინტერნეტის გამოყენებით ახდენენ მონაცემების გადაცემას და კავშირს სხვადასხვა აპლიკაციასთან. ეს შეიძლება იყოს თქვენი სმარტფონი, სასტუმროს რეგისტრატურა ან თუნდაც სასაზღვრო კონტროლის სისტემა.
ძირითადი უპირატესობები
-
- ძალიან სწრაფი სურათის სკანირება და მონაცემების წაკითხვა 1 წამზე ნაკლებ დროში.
- მარტივად გამოსაყენებელი.
- სპეციალური განათებები საექსპერტო დონის შემოწმებისთვის, მათ შორის დახრილი ნათება.
- მაღალი რეზოლუციის 700 ppi სკანირება.
- ყველაფერი ერთში მოდელები: მოაზროვნე მოწყობილობა ჩატვირთული მონაცემთა დამუშავების შესაძებლობით
- შედეგების ქსელში დაუყონებლივ და ავტომატურად გადაგზავნის შესაძლებლობა.
- კაწვრა მედეგი მინა და IP-54-ის სტანდარტთან შესაბამისი კორპუსი.
კომპლექტაცია